Create
Learn
Share

Step1

rename
biguviro's version from 2018-02-16 08:15

Section

ხელისუფლება ფართო გაგებით გულისხმობს მოვლენათა განვითარებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას. სახელმწიფო ხელისუფლება სოციალური ხელისუფლების ერთ-ერთი სახეა.სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს რეპრესიული აპარატი და კანონით დადგენილ ფარგლებში შეუძლია განახორციელოს ორგანიზებული იძულება. ნებისმიერი სახელმფიწო იურიდიულადაა გაფორმებული. სამართალი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურას,უფლებამოსილებას,ხელისუფლების განხორციელების ფორმებს. სამართალი და ხელისუფლება ხშირად განიხილება როგორც ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიები.სამართალი და ხელისუფლება შეიძლება შეფასდეს ‘’სიკეთისა’’ და ‘’ბოროტების’’ კატეგორიებითაც. ხელისუფლება და სამართალი ხშირად განიხილება როგორც იდენტური კატეგორიები. ვისაც ხელისუფლება გააჩნია,ის ადგენს სამართალს. მაშასადამე არსებობს მხოლოდ ‘’ძლიერთა სამართალი’’. ეს საკითხი მკაფიოდაა წარმოჩენილი ნიცშესთან,რომლის თანახმად ძლიერი ბატონობს არა მარტო ცხოველთა სამყაროში,არამედ ადამიანთა საზოგადოებაშიც. თუმცა აღნიშნული მოდელის აღიარება უარყოფს როგორც ხელისუფლების ასევე სამართლის არსებობას და ანარქიისკენ გვიბიძგებს. იურ.ლიტერატურაში ხელისუფლებას ხშირად განმარტავენ როგორც სამართლის ერთგვარ დანამატს. სამართალი არ არსებობს მხოლოდ იდეის სახით,რომელიც თავის გამოხატულებასპოულობს ჯერარსულ ნორმებში. ხელისუფლება სამართლის ‘’გარეთაა’’-იგი ახორციელებს სამართლის ნორმებს. ხელისუფლება სამართალს ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობასა და მოქმედების შესაძლებლობას ხელისუფლება და სამართალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. პოზიტიური სამართალი იცავს წესრიგს და ამ თვალსაზრისით ახორციელებს ხელისუფლებას. მაგრამ,ადამიანის ქცევის მართვის შესაძლებლობა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებას აქვს. ხელისუფლებასამართლის არსებითი ნიშანია-ხელისუფლების გარეშე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საკანონმდებლო წინადადება ან ძალადაკარგული ნორმა. ხელისუფლება არსობის სფეროს განეკუთვნება. ხელისუფლება თავისთავად არ შეიძლებაიყოს ‘’ბოროტება’’ ან ‘’სიკეთე’’. ამავე დროს ხელისუფლებას უნდა იყოს პასუხისმგებელირელიგიური ან მორალური ინსთაციის წინაშე. სამართლის მიერ ხელისუფლების შემოჭვა კონსტიტუციის პრინციპია:’’სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორიცელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით,როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.’’ რომაელები უარყოფდნენ უზენაესი სუვერენის კანონით შებოჭვას. სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვის იდეას არ იზიარებდნენ ბოდენი,ჰობსი და რუსო. დიუგი განასხვავებდა პოზიტიურ და ნეგატიურ შებოჭვას. ნეგატიური შებოჭვისას უნდა დადგინდესარსებობს თუ არა კანონი,რომლის გამოცემაც სახელმწიფოს არ შეუძლია,ხოლო პოზიტიური
ერთადერთი წყაროა. სახელმწიფო ხლისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყდონობით. სახელმწიფოს აქვსსრული მონოპოლია იძულებაზე. წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა არ არის კერძო საქმე.თვითდაცვის უფლება მოქალაქეს აქვს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში წინააღმდეგობის უფლება ius resistendi სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანია. კანონი მხოლოდ მაშინ არის სამართალი თუ იგი კონსტიტუციას შეესაბამება,წინააღმდეგობის უფლება იცავს სწორედ დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს. ეს უფლება განმტკიცებული იყო აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში,საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. ამ უფლების კონსტიტუციაში განმტკიცებას ჰყავდა და ჰყავს მოწინააღმდეგეები.მათი აზრით,ამ ულების კონსტიტუციაში განმტკიცება თავისთავად წინააღმდეგობრივია. დემოკრატიული წესრიგისას არ არსებობს წინააღმდეგობის უფლების გამოყენების არანაირი აუცილებლობა და პირიქით დემოკრატიის დამხობის შემთხვევაში წინააღმდეგობის უფლებაზე მითითებაც არანაირ შედეგს არ მოგვცემს. წინააღმდეგობის უფლება არ ნიშნავს რომ ადამიანთა რომელიმე მცირე ჯგუფს შეუძლია გააუქმოს პარლამენტის დემოკრატიული უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწკვეტილება. წინააღმდეგობის უფლება არის უკიდურესი საშუალება,როდესაც სხვაფორმით შეუზლებელი ხდება თავისუფალი დემოკრატიული წყობილების დაცვა წინააღმდეგობის უფლება სუბსიდიალურია. იგი არ დაიშვება თუ შესაბამის სახელმწიფოორგანოებს აქვთ თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალება. მისი გამოყენება დაიშვება მხოლოდ ე.წ. კონსერვაციის ანუ მართლწესრიგის დაცვისა და აღდგენის მიზნით ამ უფლებას აქვს პოლიტიკური შინაარსი. წინააღმდეგობის უფლებაში იკვეთება კანონსა და სამართალს შორის არსებული განსხვავება. წინაარმდეგობის უფლება არ ნისნავს ზღვარგადასულ თვითნებობას. ამავე დროს წინააღმდეგობის უფლება არ ნიშნავს ‘’უწესრიგობას’’. მისი განხორიცელება უნდა ეფუძნებოდეს მორალსა და სინდისს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა სამართლის დარღვევაა,ხოლო მისი აღიარება-განვითარებული დემოკრატიის ნიშანი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ეფუძნება მორალურ ნორმას. იგი განსხვავდება ჭინააღმდეგობის უფლებისგან. წინააღმდეგობის უფლება უპირისპირდება ‘’უსამართლო სისტემას’’,ხოლო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა-ახელმწიფოს ცალკეულ გადაწყვეტილებებს. ესშეიძლბა განხორციელდეს საზოგადოებრივი წესების სიმბოლური დარღვევის ფორმით,რომელიც არ ატარებს ძალადობის ხასიათს. შებოჭვის დროს უნდა გაირკვეს არსებობს თუ არა კანონი,რომლის გამოცემაც